logo
ENG



"გადავარჩინოთ რესპუბლიკური საავადმყოფო" - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

26 იან 202420:08
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. სამედიცინო ჰოლდინგთან ვერშემდგარი დიალოგიდან მეორე დღეს კლინიკის თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდნენ. პერსონალს საავადმყოფოს გადარჩენა სურს, ჯანდაცვის მინისტრს კი უცვლელი წინადადებები აქვს, რაც შეხვედრას აზრს უკარგავს.

მთავრობა საავადმყოფოს შენობის დანგრევას აპირებს. ექიმები არ თანხმდებიან ხელისუფლების შეთავაზებას, რაც მხოლოდ კომპენსაციასა და სხვა დაწესებულებებში განაწილებას გულისხმობს. ეს კი ექიმებისთვის მიუღებელია. მთავრობა საერთოდ არ განიხილავს გადაწყვეტილების შეცვლას და რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის შენარჩუნებას.


close დახურვა